დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სოციალურ მუშაკებს სამსახურიდან ათავისუფლებენ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით, სააგენტოს თანამშროლები ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.
„ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი“,- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე გათავისუფლებულ თანამშრომლებს
რეორგანიზაციის პროცესში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების
დაკავება კონკურსის წესით შეეძლებათ. მინისტრის მოადგილე ასევე
განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად სოციალური მუშაკების როდენობა
არ შემცირდება. მისივე განმარტებით, რეორგანიზაციის
დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასი მოემატათ, სოციალური
მუშაკის ხელფასი 1200 ლარი, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის
1400 ლარი იქნება.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.




მასალის გამოყენების პირობები