ქუთაისის მერიაში, კვლავ არ პასუხობენ არც ერთ შეკითხვას გუგუნავას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ.
„ჯერ დასრულდეს პროექტირება, ვნახოთ რა შესაძლებლობები აქვს შენობას და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. კანონიდან გამომდინარე, ქალაქს აქვს ვალდებულება ჰქონდეს სოციალური საცხოვრისი, ორი იქნება ეს, სამი თუ ოთხი, განისაზღვრება იმის მიხედვით, რა შესაძლებლობაც აქვს ქალაქს“,-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
კითხვებზე პასუხებს ითხოვენ ყოფილი ელექტრომექანიკური
ქარხნის შენობაში მცხოვრები ოჯახები. მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, რომლებსაც
ბინები ამ დრომდე არ მიუღიათ, არიან უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად
დაუცველებიც, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ერთი ოჯახი.
ისინი რეაბილიტაციის შესახებ უკვე
ინფორმირებული არიან, თუმცა, ჯერ არ იციან რა ბედი ეწევათ სამუშაოების
დაწყების შემთხვევაში. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ვიდრე
ალტერნატიული ფართით არ დაკმაყოფილდებიან, შენობას არ დატოვებენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერია
ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის
(ფოტო)
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები