ახალი ამბები
როგორ გადანაწილდა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" თანხა იმერეთის მუნიციპალიტეტებზე
FaceBook

რეგიონალური განვითარების ფონდი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" იმერეთში ჯამში 1042 პროექტს დააფინანსებს.


11  ​მუნიციპალიტეტზე თანხა უკვე გადანაწილდა.


პროგრამის ფარგლებში 890 000 ლარი მიიღო  ხარაგაულმა; 346 000 ლარით დაფინანსდა ბაღდათი;  660 000 ლარი გამოეყო სამტრედიას; საჩხერეს - 672 000 ლარი; ჭიათურას 812 000 ლარი; თერჯოლას 960 000 ლარი; ტყიბულს 532 000 ლარი; წყალტუბოს 704 000 ლარი; ხონს - 470 000 ლარი; ზესტაფონს - 822 000 ლარი;  ხოლო ვანს - 570 000 ლარი.



ჯამში, იმერეთში სოფლის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 7 438 000 ლარი დაიხარჯება.

2020 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 40 მილიონი ლარით დაფინანსდა. რეგიონული განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტების სოფლებში 4800-მდე პროექტს განახორციელებს.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2018 წლამდე ყოველწლიურად ხორციელდებოდა, თუმცა, ორი წლის წინ შეწყდა, გასულ წელს კი ისევ აღდგა.

პროგრამის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება წარმოადგენს. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ  განსახორციელებელი პროექტები სოფლის კრებებზე თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ.


პროგრამა სულ  3700-მდე სოფელს და 500 000-მდე ადამიანს მოიცავს.

 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.