ახალი ამბები
საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს
FaceBook
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა.

უწყებების ხელმძღვანელებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის გეგმები შეაჯერეს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგებს და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს.

"ცესკოს თანამშრომლებისთვის, ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ისინი უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ კონსულტაციების მიღებას.

უწყებები ითანამშრომლებენ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც, პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით.

შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამსახურის საგამოძიებო ფუნქციაზეც ისაუბრეს და დანაშაულის შესაძლო ნიშნების შემთხვევაში, შეტყობინების დროულად მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.