ახალი ამბები
თერჯოლის მერიის 12 საჯარო მოხელეს საწვავის ხარჯვის ლიმიტი შეუწყდა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო მოხელეს საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად საავტომობილო საწვავის ხარჯვის ლიმიტი შეუწყდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მხოლოდ სამორიგეო მანქანით მოუწევთ, რომელიც  თერჯოლის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ჰყავს. თუმცა, როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ დაგეგმილია ორი ერთეული ავტომანქანის შეძენა. 

მერიაში ამბობენ, რომ მათთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გასტანს ეს შეზღუდვა. 

თერჯოლის მერიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე, პასუხისმგებელი პირების მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილია დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, ხოლო ანგარიშში ასახული დარღვევევის გამოსწორებისა და რეკომენდაციების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფი.

"საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით მერიის 12 საჯარო მოხელეს შეუწყდა საავტომობილო საწვავის ხარჯვის ლიმიტი, ასევე გამოსწორებულია კონტროლის ჯგუფის საქმიანობა, საქმისწარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კონონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე აწერს.

ქუთაისიპოსტმა მუნიციპალიტეტს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის შესახებ თუ რატომ ვერ შეძლეს საწვავის მიზნობრივი ხარჯვა და რამდენად ეთანხმებოდნენ აღნიშნულ ანგარიშს გასული წლის 25 დეკემბერს მიმართა, თუმცა პასუხი 20 დღის დაგვიანებით, 13 იანვარს მივიღეთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა და შესყიდვების განხორციელებისას, საბიუჯეტი სახსრების არარაციონალური ხარჯვა დაადგინა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. როგორც დასკვნაში წერია, აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებსა და მიღებული შედეგის შესაბამისობას მოსახლეობის საჭიროებებთან.


ამავე თემაზე:

თერჯოლის მერიამ ფინანსური რესურსები არაეფექტიანად გამოიყენა - აუდიტი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.