ახალი ამბები
სემეკმა ქუთაისში გაზის მიერთების საფასური გააორმაგა
FaceBook
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, ქუთაისშიც ბუნებრივი აირის მიერთების საფასური გააორმაგა.

ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საფასური 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა. მიზეზად მიმდინარე და დაგეგმილ ტექნიკური სამუშაოების შედეგად წარმოქმნილ ხარჯებს უკავშირებენ. 

მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით, წლის განმავლობაში ახალ მიერთებას 40 000 აბონენტი მიმართავს. 

ქუთაისის გარდა, მიერთების საფასური გაძვირდა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში. 


Print