ახალი ამბები
''შესაძლოა, ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს'' - ქუთაისის ციხეში პატიმარი სამი თვეა შიმშილობს
FaceBook
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების ციხეში პატიმარი სამი თვეა შიმშილობს.
დაკავებულის ადვოკატის, ილია ჯანელიძის თქმით, პატიმრის ჯამრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

''პატიმარმა რამდენიმე კვირის წინ ამოიკერა პირი, გაუმიზეზდა ნაკერები და შეჭრილი აქვს ინფექცია, ამასთან ერთად მას აწუხებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, აქვს დაბალი წნევა, ის უარს ამბობს მკურნალობაზე და მხოლოდ სითხეეს სხვამს, მისი მოთხოვნაა შსს-ის მაღალჩინოსნებთანთან შეხვედრა, მისი ჯამრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს", - ამბობს ილია ჯანელიძე.

დაკავებულის უფლებამოსილი ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მისი მდგომარეობით არავის დაინტერესებულა.



დაკავებულ პატიმარს გამოძიება ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ედავება, მსჯავდებულის თქმით, ის უდანაშაულოა და დაკავების დროს მას პოლიცელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. პატიმარი პროტესტის ნიშნად დაკვების დღიდან შიმშილობს, მან ციხეში პირიც ამოიკერა.

პენიტენციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებული იმყოფება მედ-პერსონის დინამიური მეთვქლყურეობის ქვეშ.

“ ბრალდებულს მედ-პერსონის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები, ადამიანის ჯამრთელობაზე შიმშილის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა იგი მაინც არ წყვეტს შიმშილს”-, აცხადებენ პენიტენციალურ სამსახურში.

პატიმარი ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.


ამავე თემაზე: 

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია


Print