ახალი ამბები
„პირველი შემთხვევაა“ - ქუთაისელ კათოლიკებს საშობაო შეხვედრა მოუწყვეს
FaceBook

ქუთაისში ტურიზმის ცენტრში საზეიმო შეხვედრა მოეწყო მათთვის, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.


ტურიზმის ცენტრის მთავარი სტუმრები ქუთაისში მცხორევბი კათოლიკე მრევლი გახლდათ. მათ შობა მიულოცეს როგორც გუბერნიის, ასევე, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღნიშნული შეხვედრა პირველად ეწყობა  და როგორც კათოლიკები ამბობენ პირველად ულოცავენ ასეთი ფორმით კათოლიკებს შობას ქალაქის ხელისუფალნი და საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობნენ ქუთაისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის ბავშვები, რომელთაც საშობაო სიმღერები შეასრულეს.

„ვმასპინძლობთ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს, რომლებიც დღეს შობას აღნიშნავენ. ჩვენც ვიზიარეებთ სიხარულს  და თანამომაწილეები ვართ ამ ზეიმის,“- ამბობს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

„ეს იყო ტურიზმის ცენტრის ინიციატივა, ჩვენთან მოვიდნენ და გაგვიზაირეს მათი აზრი, ჩვენვ სიხარულით დავთანხმდით და მივესალმეთ დიდი გულით. ასეთი ღონისძიება მგონი პირველად არის ჩვენს ქალაქში და ეს სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქალაქებისთვის“, - აღნიშნა ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელმა მამა გაბრიელ ბრაგანტინიმ.

კათოლიკები იმერეთში მე -17 საუკუნეში გამოჩნდნენ და ძლიერ თემად ჩამოყალიბდნენ. მონაწილეობას იღებდნენ ბევრ საგანმანათლებლო  და საქველმოქმედო საქმიანობაში. მე-19  საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის ასაწყისში ისინი თანამშრომლობდნენ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

თუმცა სადღეისოდ ქუთაისის კათოლოკე ეკლესიის შენობა საპატრიარქოს საკუთრებაშია და დავის საგანია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.