"ანგარიში არის მთლიანობაში დაბალანსებული" - წულუკიანი ციხეებში პატიმრებზე ძალადობაზე
17:26 / 24.12.2019
საქართველოს იუსტიციის
მინისტრი, თეა წულიკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც
ის ციხეებში ძალადობრივ გარემოზე
საუბრობს, დაბალანსებულს უწოდებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს
ხოლმე სახალხო დამცველთან, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ის
უკვე 2 წელიწადზე მეტია თანამდებობაზეა და სულ 3-ჯერ თუ 4-ჯერ არის
ციხეში ნამყოფი და ისიც მხოლოდ ე.წ. ცნობილ პატიმრებს შეხვდა და
რიგითი პატიმრები როცა ითხოვენ მათან შეხვედრას, არ მოდის ხოლმე.
ასევე სხვა რაიმე კრიტიკული შენიშვნა შეიძლება მე მქონდეს მასთან
დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი ანგარიში არის მთლიანობაში
დაბალანსებული, ის ასახავს რამდენიმე რეალობას", - აცხადებს თეა
წულუკიანი.
მისივე თქმით, ერთი რეალობა არის ის, რომ პრაქტიკულად იმ 4 ყველაზე
დიდ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ, აღმოფხვრილია წამება და არაადამიანური მოპყრობა.
არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც არაეთიკურად მოეპყრო რომელიმე
ინსპექტორ-კონტროლიორი პატიმარს. ასეთი არის 4-5 შემთხვევა და
თითოეული ეს თანამშრომელი მიუხედავად იმისა, რომ თვლიდნენ, რომ
ზედმეტად მკაცრი იყო ჩვენი რეაგირება, გათავისუფლდნენ
თანამდებობებიდან.
ასევე, არის რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ წლებია ჩვენ გვაქვს
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გამოწვევა. ჩვენ
დავძლიეთ ეპიდემიები, რაც ნაციონალური მოძრაობიდან გვხვდა წილად.
იცით, რომ ტუბდისპანსერი ციხის იყო გადატვირთული. ჰეპატიტი С
მძვინვარებდა და პრაქტიკულად სამედიცინო მომსახურება არ გაიცემოდა.
მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს გამოწვევა, სამედიცინო რიგების. 2300
პატიმარი უკვე 2-3 წელია ელოდება ოპერაციას და ჩვენ დავიწყეთ ნოემბრის
თვიდან ამ რიგების განულებაზე მუშაობა და მარტში უნდა დასრულდეს.
ასევე, რეალობაა ამ ანგარიშში იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებად ამ
დაწესებულებაში, ქალთა დაწესებულებაში, მაგრამ უფრო მეტად მამაკაცთა
დაწესებულებებში, სადაც დახურული სივრცეა, პატიმრები ერთმანეთს ან
ვერბალურად, ან ფიზიკურად უპირისპირდებიან ხოლმე და არის არა მხოლოდ
შელაპარაკება, არამედ ჩხუბიც. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაზე
იწყება გამოძიება, ზოგი სრულდება წარმატებით, მაგრამ უმრავლეს
შემთხვევებში ისევ პატიმრები შემდეგ თავს იკავებენ, მოგვცენ ჩვენება
და ეს სიჩუმის წესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის გამოძიებას.
... და დაწესებულებების ინფრასტრუქტურა. ჩვენ დავამთავრეთ პროექტებზე
მუშაობა. სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ამას აღნიშნავს და რა თქმა
უნდა, მათთან ერთად გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ ახალი 4
დაწესებულება, რომლის მშენებლობაც დაიწყება, მთლიანად ადამიანის
უფლებების პრიორიტეტებზე იყოს აგებული", - აცხადებს
წულუკიანი.
სახალხო დამცველის 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,
ქუთაისის ციხეში პატიმარი ადმინისტრაციის დავალებით სხვა პატიმრებს
სცემს.
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა N2, N8, N14 და N15 პენიტენციური
დაწესებულებების მონიტორინგი მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს
თვეში ჩაატარა.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები