ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დროშის აღსამართად ტენდერი მეექვსედ  გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერია წელიწადი და ცხრა თვეა  ნიკეას შემოსასვლელთან დროშის აღმართვას ცდილობს, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
დროში დგარის მოსაწყობად  მუნიციპალიტეტმა ტენდერი მეექვსედ  გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების ღირებულება კი 49 959 ლარს შეადგენს.

მერიას თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა საკითხი, როცა მეხუთე ტენდერი საკრებულოს დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ "გიან -2011"-მა მოიგო, თუმცა, ტენდერის დასრულებიდან მალევე,  11 დეკემბერს, კომპანიამ ხელშეკრულების  დადებაზე უარი განაცხადა და ტენდერი კვლავ ჩაიშალა.
მერია დროშის აღმართვას ახლა მეექვსე მცდელობით  შეეცდება.


ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი 2018 წლის პირველ მარტს გამოაცხადა და თავადვე შეწყვიტა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ   ნიადაგი, სადაც დგარი უნდა მოეწყოთ, შესწავლილი არ იყო. ამის მიუხედავად, კიდევ ორი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ნიადაგის კვლევა კვლავ არ იყო ჩატარებული. მერიაში მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება  მხოლოდ  სამი ტენდერის ჩაშლის შემდეგ დაინახეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #დროშა
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.