ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა დაიწყო.
ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში არსებული საბავშვო ბაღი მოზარდთა კონტიგენტს ვეღარ იტევს, გარდა ამისა, შენობაც ავარიულია.
ახალი შენობა 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. მოზარდები კი დროებით ალტერნატიულ ფართში იქნებიან გადაყვანილი.
50 მოზარდი შეძლებს სწავლას სამტრედიის სოფელ ნაბაკევის ახალ საბავშვო ბაღშიც.
ორივე რაიონში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები