იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
დაკავებულია 22 წლის ახალგაზრდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.
დაკავებული ბრალს აღიარებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.




მასალის გამოყენების პირობები