27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის
თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი
დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
წარმოდგენილი იქნება ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“.
სპექტაკლის განახლებული ვერსიის
დადგმას რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი განახორციელებს.
„დრამატულსა და საოპერო სპექტაკლს შორის სპეციფიკური განსხვავება ძალიან დიდია. ოპერაში წამყვანი არის კლავირი, ანუ მუსიკალური ნაწილი. თუკი დრამატულ სპექტაკლში რიგი სცენების გადაადგილება შეგიძლია აქ ამას მოკლებული ხარ და უნდა მიყვე იმ მუსიკალურ ნაწილს რაც არის გაკეთებული. მაგრამ ასეთ სიტუაციაში რომ მოძებნი საჭირო ენას, სიმბოლიკას, ქმედებას ესაა საინტერესო“, - მიაჩნია თორნიკე მარჯანიშვილს.
სპექტაკლის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.
„დაისის“ განახლებული ვერსიის დადგმისთვის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 30 ათასი ლარი გამოყო.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.




მასალის გამოყენების პირობები