ახალი ამბები
ქუთაისში, ოპოზიციისა და ხელისუფლების აქციებზე მომხდარ არც ერთ ინციდენტზე გამოძიება არ დაწყებულა
FaceBook

ქუთაისში 29 ნოემბერს, პირველ  და ექვს დეკემბერს მომხდარ ვერც ერთ ინციდენტში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.



უწყებაში ამბობენ, რომ  სახელისუფლებო  და ოპოზიციური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.

სამინისტრომ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა  ვერც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებაში, რომლებსაც  „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კვერცხები, ცოცხები და საღებავი ესროლეს.

საბოლოოდ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიას დაევალა, რომელმაც ძეგლები უნდა გაასუფთაოს.


ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქუთაისში მმართველი პარტიისა და  ოპოზიციის  ოფისებთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს ჩაიმსხვრა „ქართული ოცნების“ შტაბის შუშა, რასაც პასუხად მმართველი პარტიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა მოჰყვა.  

ბოლო ინციდენტი „გაერთიანებული ოპოზიციის“ აქცია-მსვლელობაზე მოხდა, სადაც აქციის მონაწილეებს უცნობმა პირებმა, რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ, კვერცხები და ცოცხალი ქათამი ესროლეს.

Print