ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელსაც ძველი იქნება.
პარალელურად, საახალწლო მორთულობის მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში. უკვე დაიდგა ნაძვის ხეები ქალაქის უბნებშიც.
ჯერჯერობით უცნობია საახალწლო ღონისძიებებისა და გალა-კონცერტის
პროგრამა. 31 დეკემბრის გალა-კონცერტის ორგანიზებისთვის მერია
25 000 ლარს ხარჯავს, საახალწლო ფოიერვერკი კი ადგილობრივ ბიუჯეტს 16
000 ლარი დაუჯდება.
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.




მასალის გამოყენების პირობები