ახალი ამბები
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის შვილი ახალ სასწავლო წელს სკოლაში წაიყვანა
FaceBook
დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია.


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მისმა მოადგილეებმა, სხვადასხვა დეპარტამენტის, სამხარეო სამმართველოების და განყოფილებების უფროსებმა, რიგითმა პოლიციელებმა შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.

2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბექა მარგიშვილის შვილი – ოთარ მარგიშვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი, მარიამ ბერუაშვილი - მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი "სამოსელი პირველი" გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი - სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.

"არის მომენტები, როდესაც მამის გვერდით დგომა განსაკუთრებით გჭირდება...სწორედ ამან გადამწყვეტინა, რომ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ჩვენი პოლიციელების შვილების გვერდზე მათი მამების კოლეგები დავმდგარიყავით.
ოთოს მამამ სისცოცხლე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას შესწირა და დღეს მისი შვილის გვერდზე სახელმწიფო დგას, ეს ყოველთვის ასე იქნება" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა სკოლაში სტუმრობისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ რიგითთა და ოფიცერთა მარადიულ ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია, რომ დღევანდელი აქციით თითოეულმა ამ ბავშვმა იგრძნოს, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათი მამების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.