პოლიტიკა
„ოპოზიციის შენიშვნები ჩვენამდე არ მოსულა“ - ქუთაისის მერია ბიუჯეტის პროექტს აკორექტირებს
FaceBook

ქუთაისის მერია ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებზე მუშაობს, თუმცა, აღმასრულებელი დოკუმენტში მხოლოდ უმრავლესობის შენიშვნებს გაითვალისწინებს.


საკრებულოს ოპოზიციას პროექტის კომისიურ და ფრაქციულ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, მათ დოკუმენტის მიმართ არც რეკომენდაციები მოუმზადებიათ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები თავს იმით იმართლებენ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო დრო არ ჰქონდათ.


რაც შეეხება უმრავლესობის შენიშვნებს, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ დეპუტატებს, ძირითადად, ტექნიკური შესწორებები აქვთ, რაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

„ტექნიკური ხასიათის შენიშვნებია, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ბიუჯეტის პროექტზე ვერ მოახდენს. ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურაზე იყო ხარჯების გაზრდის მოთხოვნა. ზოგიერთ საკრებულოს წვერს აქვს იდეები, რომლებსაც განვიხილავთ და 10 დეკემბრამდე გადავუგზავნით. რაც შეეხება ოპოზიციას, დაბრუნებულ ბიუჯეტში მათი  შენიშვნები ჩვენამდე არ მოსულა“, - ამბობს დავით ნიშნიანიძე.


შენიშვნების შინაარსთან დაკავშირებით, საფინანსო სამსახურის უფროსის შეფასებას არ ეთანხმება უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი. როგორც აღმოჩნდა, წინა წლისგან განსხვავებით, თითქმის ყველა კომისია თანხის გაზრდას ითხოვს.

„შემცირებულია თანხა გარკვეული მიმართულებებით,  რისი საფუძველიც,   შესაძლოა, არ არსებობდა და ჩვენ  იმ მომენტში ეს  ვერ დავინახეთ. ამიტომ,  კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ წარმატებული ქვეპროგრამები, რომლებშიც თანხა იყო მოკლებული, დაბრუნებულიყო მინიმუმ იმ ნიშნულამდე, რაც წინა წლებში იყო“,- ამბობს  საკრებულოს კულტურისა და ახალგაზრდულ სქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე.

თანხის დამატებას ითხოვს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიაც. კომისიის ხელმძღვანელი, გიორგი ჭეიშვილი ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სანიაღვრე სისტემის დაფინანსება.


„სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის თანხა არის ნაკლები, თუმცა, მოვუსმენთ  აღმასრულებელს და  შესაძლოა,  პასუხი იყოს არგუმენტირებული თუ რატომ მოაკლდა ეს თანხა.  კატასტროფულად შემცირებული არ არის, მაგრამ  ვფიქრობ,  საჭიროა იყოს იმდენი,  რაც იყო წინა წელს. ასეთი მცირე შენიშვნები ყველა კომისიას აქვს“,- განაცხადა  გიორგი ჭეიშვილმა.

400 000 ლარით ითხოვს ბიუჯეტის გაზრდას საფინანსო სამსახურიც, რაც სამსახურის წარმომადგენელთა თქმით,  კორპუსების კეთილმოწყობის პროექტების მოსამზადებლად არის საჭირო.

არ გაზრდილა მრავალშვილიანი დედების პროგრამის ბიუჯეტი.


შემცირებული თანხების ფონზე შედგენილი ბიუჯეტით კმაყოფილია მერის მოადგილე, იუზა უგულავა. იგი დარწმუნებულია, რომ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.

„ბიუჯეტი გაზრდილია დაახლოებით შვიდი მილიონი ლარით  და ძირითადად, ეს აისახება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თითქმის ყველაფერი იქნება გაზრდილი. სოციალურის კუთხითაც, მაგრამ მაქსიმალურად დაფინანსებული იქნება ინფრასტრუქტურა“, -  აცხადებს იუზა უგულავა.


საკრებულო ახლა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მოლოდინშია, რომელიც აღმასრულებელმა 10 დეკემბრამდე უნდა დააბრუნოს. ამის შემდეგ დეპუტატებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანონ. ჯერჯერობით,  უცნობია ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ოპოზიცია.

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 მილიონი ლარია.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბიუჯეტი
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.