ახალი ამბები
"თავდასხმები ჯანსაღ აზრს ვერაფერს ავნებს“ - გენდერული საბჭოს წევრის პასუხი დეპუტატს
FaceBook

საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი, გვანცა თოთაძე,  საბჭოდან მისი გაწვევის შესახებ,  დეპუტატის ალეკო ახალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.


გვანცა თოთაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც დეპუტატი დაუპირისპირდა,  მისთვის გაუგებარია.


„გაკვირვებული ვარ. დავიბენი, რადგან ვერ გავიგე მე რა კავშირში ვიყავი იმ საკითხთან, რაზედაც საკრებულოს წევრი საუბრობდა. მე, როგორც საბჭოს წევრი, კარგად ვასრულებ ჩემს მოვალეობას და წესდების მიხედვით არანაირი დარღვევა არ გამაჩნია. ხოლო, როგორც მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე აბსურდულია. დეპუტატი მიზანმიმართულად აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტებთან და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლას. საკრებულოს წევრის ეს თავდასხმები ჯანსაღ აზრს ვერასდროს ვერაფერს ვერ ავნებს“,- ამბობს გვანცა თოთაძე.


საბჭოს წევრის გაწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა "სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი", რომელსაც  გენდერულ საბჭოში გვანცა თოთაძე წარმოადგენს.


"სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ეხმიანება 27 ნოემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ორგანიზაციის საპატიო გენერალური მდივნისა და კომუნიკაციების მენეჯერის, გვანცა თოთაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას და  გამოხატავს გაკვირვებას სხდომაზე განხილული თემის გვანცა თოთაძესთან დაკავშირების გამო.

მოგეხსენებათ, გვანცა თოთაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგს" და იგი ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს აღნიშნული საბჭოს მუშაობაში.


ორგანიზაციას გენდერული თანასწორობის საბჭოდან და საბჭოს მუშაობის განმავლობაში არასდროს არ მიუღია, შესაბამისად ამ ეტაპზეც არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, გვანცა თოთაძის, როგორც საბჭოს წევრის რაიმე სახის დარღვევაზე. პირიქით, ორგანიზაცია მის აქტიურობას საბჭოს მუშაობის ფარგლებში მაღალ დონეზე აფასებს.

მეტიც, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს.


რაც შეეხება გვანცა თოთაძის მოქალაქეობრივ პოზიციას საკრებულოს ზოგიერთი წევრის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მას აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის კონსტიტუციური უფლება გააჩნია და "თაობათა დიალოგი" არც და ვერც დაუშლის მას ჰქონდეს მოქალაქეობრივი აქტიურობა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ალეკო ახალაძემ საკრებულოს გენდერული საბჭოდან მისი ერთ-ერთი წევრის, გვანცა თოთაძის გაწვევა იმის გამო მოითხოვა, რომ გვანცა თოთაძემ "გირჩის"  მიერ ორგანიზებული პერფორმანსი -"ბიძინა ივანიშვილის ხატებით" მსვლელობა არ გააპროტესტა.


საკრებულოს სხდომაზე, ალეკო ახალაძემ თქვა, რომ გვანცა თოთაძემ, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილ პერფორმანსებში, ხატების შეურაცხყოფაზე რეაგირება არ მოახდინა და რომ არასამთავრობო სექტორს კონკრეტული საკითხების მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს.


ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ის დეპუტატია, რომელმაც ბლოგერ სალომე ბარკერს, რომელსაც და ტრაგიკულად დაეღუპა,  ფეისბუქის პირად გვერდზე ნიშნისმოგებით და სიძულვილის ენით მიმართა. ნანა კოსტავამ ბლოგერს ფრაზა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე",  იმის გამო დაუწერა, რომ სალომე ბარკერმა დის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე,  სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

მომხდარის შემდეგ ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით "ნანა წადი" მოეწყო. საკრებულოს სხდომების მიმდინარეობის პარალელურად,  ტარდებოდა პერფორმანსები, რომლის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი გვანცა თოთაძე იყო. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევდნენ, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს,  ამ განცხადების გაკეთების შემდეგ,  მორალური უფლება არ ჰქონდა საკრებულოში დარჩენილიყო. ნანა კოსტავას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის პირობებში, ალეკო ახალაძე ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელიც მას სოლიდარობას უცხადებდა.

პერმამენტული აქციების მიუხედავად, ნანა კოსტავამ  მანდატზე უარი არ თქვა. საკრებულოში მუშაობას იგი ამ დრომდე აგრძელებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.