ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით განმარტვას, რომ თავისუფლი დრო ჰქონდა და სხდომაზე ამიტომ მივიდა.
გარდა ამისა, აინტერესებდა საკრებულოს მუშაობა.
„პარლამენტში შესვენება გვაქვს და რა მინდა თბილისში, როცა ჩემი
ქალაქი ქუთაისია? რამდენიმე ადამიანთან შეხვედრა მაქვს ბიუროში
და პარალელურად, ვიდრე ხალხი შეიკრიბებოდა ბიუროში, ჩამოვედი,
ვნახე როგორ მიმდინარეობდა სხდომა. მე შევაფასებდი კარგად
სხდომის მიმდინარეობას, მაგრამ ბრწყინვალედ ვერა, რადგან
ოპოზიცია არ ესწრებოდა. მათ გარეშე კი სხდომა სრულყოფილი არ
არის“,-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.
„ინციდენტებზე მაქვს ინფორმაცია რა თქმა უნდა, მაგრამ მე ნამდვილად არ
ვიცი ვინ მონაწილეობდა ამ ინციდენტებში. არ ვიცი არც ის,
იგივე ხალხი იყო თუა არა ბიუროსთან და ახლა ისევ ისინი
არიან თუ არა აქ. ამაზე ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება დაბოქლომებას, თუ
ოპოზიციისთვის ეს არის სიმბოლიკა, ჩემთვისაც სიმბოლიკაა, რომ არ
დავაბოქლომებიოთ ის ბიურო, რომელიც 2016 წლიდან ღიაა და უამრავ
ადამიანს დაეხმარა“, - განაცახდა დიმიტრი მხეიძემ.
ქუთაისის სამი მაჟორიტარიდან, არც ერთი, საკრებულოს რიგით სხდომებს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა არ ესწრება. დეპუტატები საკრებულოში, ბოლოს, 2017 წელს, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმის დამტკიცებაზე იმყოფებოდნენ.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები