ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ახალაძე საკრებულოს გენდერული საბჭოდან მისი ერთ-ერთი წევრის, გვანცა თოთაძის გაწვევას ითხოვს.
დეპუტატის მიმართვას ირაკლი შენგელიას გაღიზიანება მოჰყვა, რომელიც
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობასთან ერთად გენდერული საბჭოს
ხელმძღვანელია.
„რა არის ვალდებულება ბატონო
ალეკო? რაზე უნდა გამეკეთებია განმარტება? თქვენ მე ნუ მისაზღვრავთ
იმას, რა არის ჩემი ვალდებულება. ყველა ადამიანს აქვს უფლება
დააფიქსიროს თავისი აზრი. რაც შეეხება საბჭოს წვერის გაწვევას, ამაზე
მოგვწერეთ წერილობით და ვიმსჯელებთ“,-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოსტავამ ბლოგერ
სალომე ბარკერზე, რომელსაც და ტრაგიკულად დაეღუპა, ფესიბუქის პირად
გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი პოსტი დაწერა.
ამავე
თემაზე:
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“-
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში
დაიხრჩო
"თუ მოითხოვს
ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე
გამოქვეყნებულ პოსტზე
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.




მასალის გამოყენების პირობები