ახალი ამბები
ქუთაისის მერია სადარბაზოების კეთილმოწყობას სრულად აღარ დააფინანსებს
FaceBook

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს სადარბაზოების კეთილმოწყობა ნაწილობრივ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.


სარემონტო სამუშაოებს,  რომლებსაც მერია სრულად ანაზღაურებდა, ახლა მხოლოდ  95%–ით დააფინანსებს. დარჩენილი 5% მოსახლეობამ თავად უნდა გადაიხადოს.

 

სანაცვლოდ, მერია იმ პროექტებს დაამზადებს, რომლის მიხედვითაც კორპუსებში სადარბაზოები უნდა გარემონტდეს.


პროგრამაში შესაბამისი  ცვლილება მომავალი წლიდან შევა. საბინაო  სამსახურმა უკვე მიმართა მერიას, რათა  სამუშაოების პროექტირების ხარჯები 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს.


ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ წარდგენილი პროექტები ხშირად საჭიროებდა კორექტირებას, ამიტომ უმჯობესია, მათი შედგენა მერიამ  უზრუნველყოს.


„პროექტები ხშირ შემთხვევაში არ იყო გამართული, ხშირად საჭიროებდა კორექტირებას, ჩასწორებას და  შესასრულებლად იყო რთული. ამიტომ,  მერიამ გადაწყვიტა ტენდერის გზით თვითონ უზრუნველყოს მათი დამზადება. ის 5%, რასაც სამუშაოებში გადაიხდის მოსახლეობა, არის თითქმის იგივე თანხა, რაც მათ პროექტის დამზადება უჯდებოდათ“, – ამბობს საბინაო სამსახურის წარმომადგენელი,  კობა ჯაბუა.


სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოების პროექტების დასამზადებლად საბინაო სამსახური  დამატებით 400 000 ლარს ითხოვს. ქუთაისის მერია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ პროგრამებისთვის ამ დრომდე 700 000 ლარს ხარჯავდა.


ეს ერთ–ერთი შენიშვნაა, რაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში რეკომენდაციის სახით ჩაიწერება. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აღმასრულებელს შესწორებებისთვის უკვე გადაეგზავნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.