26 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს ერთ–ერთ აქტივისტს თვალი დაუზიანდა.
ქუთაისელი ზაზა ლიპარტელიანი კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მას აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი სახის არეში მოხვდა, რა დროსაც თვალი დაუზიანდა.
მასთან ერთად, აქციაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
26 ნოემბრის ღამეს, აქციის მონაწილეები, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ გაშლილი, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები