პოლიტიკა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღის თანამშრომელი უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი ქალი უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ქუთაისიპოსტს უყვება, რომ ბაღის დირექტორის მოადგილემ, გია ხუციბერიძემ მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

"მაჯანჯღარა, ნამდვილად შემეხო მარცხენა მხარზე. გია ხუციბერიძე  მაგიდაზე არტყამდა მუჭებს, ახლა მაცადეთო და დაიწყო გინებები ჩემი მისამართით, მისროლა კარებისკენ, ჩამოაჯახუნა კარები და ჩამოიღო სახელურები. გაცოფებული იყო და ამ დროს, როცა მივხვდი ცოცხალი რომ ვერ დავრჩებოდი, გამოვუძახე პოლიციას", - ამბობს ბოტანიკური ბაღის საქმის გამგე. 


ის, ასევე, ამბობს, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ბაღის ადმინისტრაციის ოთახში ბოტანიკური ბაღის დირექტორთან და მის მოადგილესთან ერთად, გაერთიანების მონიტორინგის სამსახურის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ.


საქმის გამგე ამჟამად ბიულეტინზე იმყოფება. ინციდენტის შემდეგ კი როგორც თვითონ ამბობს, ისეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა, მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდა. თუმცა, ის სამსახურში დაბრუნებასა და თავისი მოვალეობის შესრულებას ისევ ჩვეულ რეჟიმში აპირებს.


ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი, ზაზა რამინაშვილი მისი მოადგილის მხრიდან თანამშრომლის  ცემის ფაქტს არ ადასტურებს.


"უხეშად მოგვმართა მე და ჩემს მოადგილეს და ვთხოვეთ რომ კორექტულად ესაუბრა, მაგრამ არ გაჩერდა და შეურაცხყოფა მოგვაყენა ორივეს. "ესენი მეცოდებიანო", - ასე მოგვმართა და ამ დროს უთხრა ჩემმა მაოდგილემ გია ბუცხრიკიძემ დაეტოვებინა ოთახი. ცოტა აგრესიით გამოირჩევა ეს ქალბატონი. გავიდა გარეთ და ამ დროს სახელური მოძვრა უბრალოდ კარს. დანარჩენი ცილისწამებაა, რასაც ეს ქალი ამბობს ", - ამბობს ზაზა რამინაშვილი. 


იგივეს ამბობს თავად  ბრალდებული გია ხუციბერიძეც. 

"ბატონი ზაზას მისამართით თქვა, ეს არის დირექტორიო? ზაზამ კორექტულობისკენ მოუწოდა. ცოტა ხნის მერე შემოგვიბრუნდა და მეცოდებიანო ორივე საწყლები ესენიო. წამოვდექი ფეხზე და ვუთხარი, დაეტოვებინა სამუშაო ოთახი. დაიწყო გარეთ გასვლა და მე ამ დროს კარები მივხურე", - ამბობს დირექტორის მოადგილე, გია ხუციბერიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.