საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა
საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
განხორციელდება.
ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ მერიამ ტენდერი ახლა გამოაცხადა.




მასალის გამოყენების პირობები