ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკონფერენციო დარბაზში, ეპარქიის მღვდლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალ მმართველთან შესახვედრად შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე საჯარო სკოლების
მოსწავლეებმა და ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა საგალობლები
შეასრულეს და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული
ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
ამ ფორმით მიტროპოლიტ მეუფე იოანეს
დახვედრა მოუწყეს, რომელმაც ქუთაისის ეპარქია უკვე
ჩაიბარა.

იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე აირჩიეს. მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგვ იგი ქუთაისის ეპარქიაში წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა.
იგი წლების განმავლობაში
სასულიერო საქმიანობას რუსთავის ეპარქიაში ეწეოდა.
ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან რუსთავის
მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა
და რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა. 2011 წლის
28 აგვისტოს, კი მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები