ახალი ამბები
ქუთაისის მერს მოუწოდებენ საკუთარი ჯიბიდან დააფინანსოს მოკრივეები
FaceBook
რისთვის ვიხდით სამ მილიონ ნახევარ ფულს თუკი ჩვენ არ ვაფინანსებთ კონკრეტულ სპორტულ ღონისძიებებს? -აღნიშნული კითხვა დღეს  ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე დაისვა.

ბრიფინგი ორგანიზაცია "ევრობა ჩვენი სახლიას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გოქაძემ გამართა.
გოქაძის ინფორმაციით ახალქალაქში მიმდინარეობს საქრთველოს ჩემპიონატი კრივში, რომელშიც ქუთასიის ნაკრებიც მონაწილეობს ათ წონით კატეგორიაში. სპორტსმენებს აღნიშნულ ჩემპიონატზე საკუთარი ხარჯებით მოუწიათ წასვლა.
"სპორტსმენები საკუთარი ჯიბიდან მოუხდათ კვებისა და სასტუმრობს ხარჯების დაფარვა. მაშინ როდესაც ქუთაისის სპორტული ააიპ-ის ბიუჯეტი შეადგენს 3 546 900 ლარს , მერიის სპორტის სამსახურის კი 260 ათას ლარს . რატომ არ მოხდა ამ ადამიანების დაფინანსება. სპორტსმენმა ჩემპიონატზე იფიქროს თუ გზის ფუზლე?! ", - აღნიშნა გია გოქაძემ.
გოქაძე გმირობის კვალიფიკაციას აძლევს სპოერტმენების შრომას, რომელთაგან სამი უკვე ფინალისტია.
"ის სპორტი, რომელითაც თავს იწონებს ქალაქიც და ქალაქის მერიც,  დაფინანსების გარეშე არის დარჩენილი. ეს თანხა არ ხმარდება სპორტსმენების შედეგს და ააიპი პროტეჟობს კონკრეტულ სპროტის სახეობებს ან კიდევ სხვა მიზნებს ახმარენ ამ თანხას. მოკრივეები თავს მიტოვებულად გრძნობენ", - აღნიშნავს
გოქაძე მოუწოდებს ქალაქის მერს საკუთარი ჯიბიდან დააფინანსოს მოკრივეები, საკრებულოს კი მიმართავს აკონტროლოს მერის ქმედებები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.