ქუთაისის მერიამ ბოლო ორ წელიწადში მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა და შესაბამისად, მათი შენახვის ხარჯები გაზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“
მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ ორი წლის წინ მერიას 20
ასეთი ორგანიზაცია და 3749 თანამშრომელი ყავდა, წელს იურიდიული
პირების რაოდენობა 22-ია, ხოლო დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხვი
145-ით არის გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ აიპებისა და
შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18 მილიონი ლარი დახარჯა,
2018 წელს 19 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წლის
პირველი კვარტლის მონაცემებით ეს ხარჯი უკვე 5 მილიონს
აჭარბებს. ორგანიზაციის გამოთვლით, წლის ბოლომდე
მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით ჯამში 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა
დახარჯოს.
2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, აიპებიდან ყველაზე მეტი -
1657 დასაქმებული ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰყავს, შრომის
ანაზღაურებაც ყველაზე მეტი - 1 821 166 ლარი ამ გაერთიანებამ
დახარჯა.
რაც შეეხება შპს-ებს, ყველაზე მეტი - 30 დასაქმებული შპს
„საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს” ჰყავს, შრომის
ანაზღაურებაზე ყველაზე მეტს კი შპს “საკალათბურთო კლუბი
ქუთაისი -2010”-ი ხარჯავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ქუთაისის მერიას შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც ტენდერის გზით არის შესაძლებელი და მათ შესასრულებლად იურიდიული პირების არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, შეამციროს როგორც ადმინისტრაციულ ხარჯები და დაზოგოს საბიუჯეტო სახსრები.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები