ახალი ამბები
ლენტეხში შადრევანი, რომელზეც ნადირობის ქალღმერთი უნდა გამოესახათ, დალის გარეშე გაიხსნა
FaceBook

ლენტეხის ცენტრში, შადრევანი,  რომელზეც ჯიხვებთან ერთად ნადირობის ქალღმერთი დალი  უნდა გამოესახათ, მის გარეშე გაიხსნა.


შადრევანზე დალის ქანდაკების მოწყობას ლენტეხი-ცაგერის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ეწინააღმდეგებოდა.

მეუფე მიიჩნევდა, რომ ნადირობის ქალღმერთის პერსონაჟი  მაქციაა და  მისი გამოსახულების  ქალაქის ცენტრში აღმართვა კერპთაყვანისმცემლობა იქნებოდა.


როგორც ირკვევა, მეუფის წინააღმდეგობის შემდეგ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და სამუშაოები კორექტირებული პროექტით განახორციელა.

ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში არ უარყოფს, რომ  მეუფის პოზიცია გაითვალისწინეს, თუმცა, ამბობს, რომ პროექტი შადრევნის უკეთესი ვიზუალისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეცვალეს.


"მეუფეს მოვუსმინეთ, შევჯერდით და გავითვალისწინეთ მისი აზრი, რომ შეგვეტანა კორექტირება პროექტში, მაგრამ ის, რომ დაჟინებით მოეთხოვა დალის ქანდაკების მოხსნა ან ჩვენს საქმეში ჩარეულიყო, ასე არ არის. ქანდაკებას თუ გამოვსახავდით, მაშინ ნაგებობას შადრევნის ფუნქცია აღარ ექნებოდა, უფრო სწორად, წინა პროექტით უფრო დაბალი იყო, ახლა უფრო მაღალი და ლამაზი გაკეთდა",-ამბობს ბადრი ლიპარტელიანი.


დაბა ლენტეხში, ცენტრალურ მოედანზე, შადრევანი  დღეს გაიხსნა. არქიტექტურული ნაგებობა  დიოდური პროჟექტორებით განათდა, იმიტირებულ კლდის ლოდზე კი მხოლოდ ცისკენ მომზირალი ჯიხვებია გამოსახული.


სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  185 434 ლარი დაიხარჯა.




ამავე თემაზე:

„ეს არის მაქცია“ - ლენტეხში დალის ქანდაკების დადგმა მეუფის პროტესტის გამო გადაიფიქრეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.