ქუთაისში, სკოლა პროგრესის წინ, სიჩქარის შემზღუდველები ნაწილობრივ მოშლილია.
,,გზა არის ძალიან საშიში. აქ ბავშვები არიან და არ შეიძლება, რომ ასე მოძრაობდნენ. როდესაც გზაზე გადავდივარ, ვცდილობ, სწრაფად მოძრავ ავტომობილს გადავასწრო, რათა მძღოლების დაუდევრობის მსხვერპლი არ გავხდე'', - ამბობს თეა დეისაძე.
4 წლის წინ, აღმაშენებლისს ქუჩაზე, სკოლა პროგრესის წინ დედა-შვილი დაიღუპა, რის შემდეგაც სიჩქარის შემზღუდველები მოეწყო.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემით მოსახლეობამ მერიას უნდა მიმართოს. მერია მათ მიმართვას პატრულს გადაუგზავნის და პატრულის თანხმობის შემთხვევაში საზოგადოების მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობიდან სწავლის დაწყებიდან სამ დღეში უსაფრთხოების გამო გაყვანილი მოსწავლეები იმავე სკოლაში დააბრუნეს.




მასალის გამოყენების პირობები