"კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება" -ასე პასუხობს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მმართველი, სულხან გოგოლაშვილი მოსკოვის თეატრის ვიზიტის გამო გამოთქმულ პროტესტს.
მისი თქმით, იგი ებრძვის ოკუპანტ რუსეთს, მაგრამ კულტურასთან ბრძოლა არ შეიძლება.
ქუთაისში მოსკოვის თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან" 19-20 ოქტომბერს ორ სპექტაკლს წარმოადგენს. დასის ვიზიტს ქუთაისში მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრების პროტესტი მოჰყვა. მათ სპექტაკლის პარალელურად თეატრის წინ საპროტესტო აქცია -პერფორმანსი დაგეგმეს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები