ახალი ამბები
„ერთი სათბური ჰქონდათ“- რატომ წავიდა წყალტუბოელი ბიჭი ჭიათურის მაღაროში სამუშაოდ
FaceBook


ჭიათურის მაღაროში დაღუპულ 29 წლის გოგა ბოჭორიშვილს 9 თვის შვილი  და ორსული მეუღლე დარჩა.


გაგა წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ცხოვრობდა.  ჭიათურაში სამუშაოდ წასვლა ორი წლის წინ გადაწყვიტა, როცა ცოლი მოიყვანა. გაგას მეუღლე დევნილია და ცოლ–ქმარი ჭიათურაში,  საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ცოტა ხანში მეორე შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. გაგას ოჯახში მშობლები, ძმა და უმცროსი და ჰყავდა.


მეზობლების თქმით, ბოჭორიშვილებს ეკონომიკურად უჭირთ. მათი ერთადერთი შემოსავალი სათბურია, ამიტომ გაგა იძულებული გახდა შემოსავლის სხვა წყარო ეპოვნა.

„ორი კვირით მიდიოდა და მერე ისევ ბრუნდებოდა. ამბობდა რთული სამუშაო არ არისო. ოჯახი ერთი სათბურით არსებობს, მაგრამ ძველია უკვე და შემოსავალი ფაქტობრივად აღარ მოაქვს. პატარა ბავშვი ყავდა, ცოლი ორსულად, რა ექნა, არჩია სხვაგან წასულიყო სამუშაოდ“, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი გოჩა კუხალეიშვილი.


ტყაჩირში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასათბურე მეურნეობა აქ შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოჯახები სოფელს ტოვებენ.

„აქ თუ სათბური არ გაქვს, ვერ იცხოვრებ. სხვა შემოსავალი ხალხს არ აქვს. ისედაც მცირე სოფელია, 23 კომლია სულ და ამ შემოგარენიდან ექვსი ოჯახია უკვე  წასული, მიტოვებული აქვთ სახლები. მეც რომ არ მქონდეს სათბური, მეც წასვლა მომიწევდა, ან საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში“, – ამბობს პატრიკეთის მცხოვრები,  ზაზა დათუაშვილი.


გარდაცვლილის ახლობლებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა 29 წლის ბიჭი. მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული მის სამუშაო ადგილზე.



გაგა ბოჭორიშვილი ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ნახშირის სატვირთო მატარებელი დაეჯახა, რომელმაც მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახში უკვე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამას გამოძიება დაადგენს.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240–ე მუხლით მიმდინრეობს, რაც სამთო– სამშენებლო  ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




ამავე თემაზე:


ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში დაიღუპა

მაღარო, სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა - "ჯორჯიან მანგანეზი"

„ეს არის გამოძიების გადასაწყვეტი - კომპანია მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახის კომპენსაციაზე
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია
14:59 / 22.01.2021
არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.
საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
13:58 / 22.01.2021
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრების განცხადებას პასუხობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.