ქუთაისის მე-9 სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეათე კლასის მოსწავლე, რომელმაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად ფეხი მოიტეხა, გაკვეთილიდან გაპარვას ცდილობდა.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ მოზარდებს და სკოლის მანდატურს.
მანდატურის თქმით, მოსწავლე ფანჯრიდან გაკვეთილიდან გაპარვის მიზნით
გადმოხტა. იგივეს ადასტურებენ სკოლის სხვა მოსწავლეები.
მოზარდები ასევე ამბობენ, რომ ფანჯრიდან სულ სამი მოსწავლე გადმოხტა,
თუმცა, დაზიანება მხოლოდ ერთმა მიიღო.
იგივეს აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გაკვეთილის გაცდენა უნდოდა, გადმოხტა და ამ დროს ფეხი დაუზიანდა. მომხდარზე გამოძიება სსკ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს“,- აცხადებენ შსს-ში.
ამავე თემაზე:
ქუთაისის საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულიდან
მოზარდები გადმოხტნენ
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები