ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს: ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2019".


ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი ერთი ლექსის კონკურსია. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის.

კონკურსის თემატიკა თავისუფალია, კონკურსანტთა ასაკი შეუზღუდავი.


ორგანიზატორების ინფორმაციით კონკურსის მიზანია ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა, ლიტერატურული პროცესების გააქტიურება, ქუთაისის კულტურულ - ლიტერატურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლება.


საორგანიზაციო ჯგუფი არ მიიღებს ნაწარმოებს, რომელიც

1. უკვე გამოქვეყნებულია;
2. აქვს მდარე მხატვრული ღირებულება.
დაწუნებული ნაწარმოების ავტორს ეცნობება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება შეწყდება 18 ნოემბერს, ხოლო გამარჯვებულთა გამოვლენა - დაჯილდოება გაიმართება 18 დეკემბერს.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:

I ადგილი - 250 ლარი;
II ადგილი - 150 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი.

ფულადი პრიზის გარდა I ადგილის მფლობელი გახდება "ჭადრის ოქროსფერი ფოთლის" ლაურეატი და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ დიპლომები.
საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ „განთიადში“.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 18 ნოემბერი, 18:00 სთ. ნამუშევრები უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული ფორმით, სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი".
მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1.

კონკურსში მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბერძენაძის პირველ შესახვევში, ნაგვის ურნა უკვე
რამდენიმე კვირაა რაც აღებულია, რის გამოც მოსახლეობას ნაგვის
გასატანად შორს მანძილზე გასვლა უწევს.
15:46 / 15.11.2019

ქუთაისში, ბერძენაძის პირველ შესახვევში, ნაგვის ურნა უკვე რამდენიმე კვირაა რაც აღებულია, რის გამოც მოსახლეობას ნაგვის გასატანად შორს მანძილზე გასვლა უწევს.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია
ამბობს, რომ „ტორპედოს“ ინვესტირებასთან დაკავშირებით ყველაზე რეალური
ინვესტორები იტალიელები არიან, რომლებთანაც მერია აქტიურ
მოლაპარაკებებს აწარმოებს.
12:24 / 15.11.2019

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ „ტორპედოს“ ინვესტირებასთან დაკავშირებით ყველაზე რეალური ინვესტორები იტალიელები არიან, რომლებთანაც მერია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
რა შესაძლებლობები არსებობს ქუთაისში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით? რამდენად ახერხებენ სტუდენტები სწავლისა და მუშაობის შეთავსებას?
შეპირებული პროპორციული არჩევნების პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდნას, იმავე დღეს კალაძის ჟესტს მომიტინგეების მისამართით ინტერნეტშ სხვადასხვა რეაქციები მოყვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული წესით არჩვნების კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკაშვირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.