ახალი ამბები
წყალტუბოს სკოლის პედაგოგი დირექტორს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
FaceBook

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  პედაგოგი და დირექტორის ყოფილი მოადგილე, სკოლის ადმინისტრაციის მიერ  მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს.


აკაკი ტყეშელაშვილი ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა გიორგი ბენიძემ  მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და სკოლაში არსებულ ხარვეზებზე ღიად საუბრის გამო, დირექტორის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა.



აკაკი ტყეშელაშვილი ყვება, რომ გასულ წელს სკოლაში ორჯერ გაკეთდა გათბობის სისტემა, მაგრამ სკოლის 30% ამ დრომდე არ თბება. სკოლის პედაგოგი  მომხდარში დირექტორს ადანაშულებს და ამბობს, რომ მან ტენდერში ორჯერ გაამარჯვებინა იმ კომპანიას, რომელმაც ვერც ერთ ეტაპზე სამუშაოები ხარისხიანად ვერ შეასრულა. იმის გამო, რომ მან ამ საკითხზე ღიად ისაუბრა და ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის მიზნობრიობის შესწავლა მოითხოვა, მასსა და სკოლის დირექტორს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

დირექტორის პარალელურად,  მისი თქმით, მისგან კრიტიკული პოზიციის შეცვლას მოითხოვდა წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსიც. მას შემდეგ კი, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ იმ უბანზე, სადაც თავად ცხოვრობს,  ოპოზიციამ გაიმარჯვა, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება საბოლოოდ გადაწყვიტეს.

„მე რომ არ გავჩუმდი უხარისხოდ გაკეთებულ გათბობაზე, უკვე  ურთიერთობა დაიძაბა ჩემსა და რესურსცენტრის ხემძღვანელს შორის. მამუკა ჩხეტიანი  მოითხოვდა ჩემგან რომ გავჩუმებულიყავი. პირდაპირ მითხრა, რა გეშარება აკაკი, ხომ იცი  დაგატოვებინებენ სამსახურსო.  მას შემდეგ კი, რაც არჩევნებზე ჩემს უბანზე  დიდი უპირატესობით ოპოზიცის კანდიდატმა მოიგო,  ჩათვალეს, რომ უბანში ჩემი ავტორიტეტი მათ სასარგებლოდ  არ გამოვიყენე და გადაწყვიტეს ჩემი ჩამოშორება“,– განაცხადა მედიარუმში აკაკი ტყეშელაშვილმა.


დირექტორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებული პედაგოგი განათლების მინისტრს წერილით მიმართავს და მოუწოდებს უზრუნველყოს წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის აუდიტორული შემოწმება.

ამავე დროს ითხოვს, სატესტო რეჟიმში ჩაირთოს გათბობის სისტემა, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.   
“მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ჩემს მიერ წერილში მოყვანილი ფაქტები.წინააღმდეგ შემთხვევაში,  ვიტოვებ უფლებას ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რამეთუ, საყოველთაოდაა ცნობილი  ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მმართველი ძალის მიმართ"-განაცხადა აკაკი ტყეშელაშვილმ პრესკლუბ "მედიარუმში"საუბრისას. 

აკაკი ტყეშელაშვილმა პოსტიდან გათავისუფლების შესახებ  ბრძანება უკვე გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ყოფილი მოადგილის ბრალდებებზე განმარტებას არ აკეთებს  სკოლის დირექტორი. გიორგი ბენიძე ამბობს, რომ ელოდება სასამართლო პროცესების დასრულებას.

„არანაირ განმარტებას არ ვაკეთებ სასამართლო პროცესების დასრულებამდე. ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, რომ არ დაველოდო მის გადაწყვეტილებას“,–აცხადებს გიორგი ბენიძე.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.