ბაღდათში წელს პირველად ჩატარდა ღვინის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლმუზეუმში უმასპინძლეს, სადაც ქართული ღვინო ადგილობრივებთან ერთად უცხოელმა სტუმრებმაც დააგემოვნეს.
ფესტივალში 50 მეღვინე მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ღვინოს ბაღდათში ამზადებს.
ღვინის გაყიდვა-დეგუსტაციასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტი წარმოადგინეს მეწარმეებმაც, ფესტივალზე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
ღვინის ფესტივალი ბაღდათში წელს დაფუძნდა, რომლის მიზანიც არის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია.
მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული ფესტივალი საღამოს ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები