ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები მდინარე ოღასკურის ნაპირზე არსებულ ანტისანიტარიას უჩივიან.
,,მდინარე რომ ადიდდება, რაც მასში ნაგავია ჩაყრილი, ყველაფერი ნაპირზე რჩება. საშინელი სიბინძურეა. ოღასკურაზე საკანალიზაციო მილებია მიერთებული. ისეთი ანტისანიტარიია,ბიჭები რომ თევზაობენ, იქედან ამოყვანილ თევზსაც კი ვერ ვჭამთ," - ამბობენ ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებლები.
,,პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება მდინარეში ჩაყრილ ნაგავს, მოსახლეობას ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო კულტურა და ნუ აქცევენ მდინარის ხეობას ნაგავსაყრელად’’- ამბობენ ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები