ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ მურღულიამ პოსტი დატოვა.
„ვაპირებ ყურადღება დავუთმო ჩემთვის ძალიან მნიშნელოვან პრობლემას -
სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას. სწორედ
2012-ის შემდეგ იმ ძალებმა, რომლებიც არასოდეს დაინტერესებულან
საზოგადოების აზრით, დაიწყეს ახალი სახელმწიფო მოხელეების
დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია. რადგან თავად სახელმწიფო
მოხელეებს გარკვეული შეზღუდვები არ აძლევს საშუალებას სათანადო პასუხი
გასცენ ყველა ინსინუაციას, აუცილებელია ამის ალტერნატიული ფორმის
მოძიება“,-ამბობს თემურ მურღულია.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2017 წელს დაინიშნა.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე სამუშაოების აღდგენის უფლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოსწორების შემდეგ გაიცა.




მასალის გამოყენების პირობები