ახალი ამბები
ბაღში ფარდების შესაძენად მშობლებისთვის თანხის შესაძლო მოთხოვნის საქმეს აუდიტი შეისწავლის
FaceBook
ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში ფარდების შესაძენად მშობლებისთვის ფულის შესაძლო მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება. 

აღნიშნულის შესახებ იურისტი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს.  ადვოკატის თქმით, მას ინფორმაცია თავად მშობელმა მიაწოდა. 

დირექტორის წარმომადგენელი 33-ე ფილიალში, ნანა სხვიტარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბაღის ტერიტორიაზე, ფარდის შესაძენად თანხის არანაირ მოთხოვნას არათუ მისი, არამედ თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"გადავამოწმე ინფორმაცია და მშობლებიც ადასტურებენ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. ბაღში არაფერი ფასეული არ შემოსულა. მშობელი ამ დონეზე როგორ უნდა შემეწუხებინა", - ამბობს ნანა სხვიტარიძე, მისივე თქმით, მშობლებისთვის თანხის შესაძლო მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აუდიტის სამსახური შეისწავლის.

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით ის კომენტარს მანამ ვერ გააკეთებს, სანამ საქმეს აუდიტის სამსახური არ შეისწავლის.


ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში 470 აღსაზრდელი სწავლობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.