ახალი ამბები
ტყიბულის შახტიდან "საქნახშირი" გადის
FaceBook

ტყიბულის შახტიდან საქნახშირი "ჯი აი ჯი ჯგუფი " გადის.


მის ნაცვალად, ახალი კომპანია "სტილ ინტერნეიშენალ ტრეიტ კომპანია " შემოდის, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის თქმით,  უკრაინაში, მოლდოვაში და თურქეთში შახტების მუშაობის გამოცდილება აქვს.

 

სწორედ ახლი კომპანია გასცემს იმ დავალიანებას,  რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების წინაშე აქვთ. ახალმა ინვესტორმა  შახტებში არსებული მდგომარეობა უნდა   შეისწავლოს, რისთვისაც ერთთვიანი ვადა აქვს.

გადასცემს თუ არა  "საქნახშირი"კომპანიის სრულ წილს  ახალ პარტნიორს, ჯერჯერობით უცნობია. "საქნახშირის" დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი ამბობს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"სავარაუდოდ, კომპანია მთლიანად გავა. თუ რა ფორმით ან რა ფასად მოხდება გასხვისება,  ახლა დგინდება ", _ განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.


ტყიბულის შახტიდან "საქნახშირის" გასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრი,  ტყიბულში,  გაფიცულ მეშახტეებსა და შახტის მმართველ კომპანიას შორის მოლაპარაკების მიზნით ჩავიდა.  მეშახტეებთან ორსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. მეშახტეებმა  დაპირება მიიღეს, რომ სახელფასო დავალიანების გასტუმრება ორშაბათიდან დაიწყება, ხოლო შახტებში ნახშირის მოპოვების პროცესი სრულყოფილად ნოემბრიდან აღდგება.

ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.



50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.

კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.




ამავე თემაზე:


გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)
Print