მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი შვილის, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მეუღლესთან ერთად ქუთაისის ცენტრში იმყოფება და მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე დროებითმა საპარლამენტო–საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, ხელის მოწერას სთხოვს.
„ ჩვენი მიზანია ხელისუფლებამ თემირლანის უდანაშაულობა აღიაროს. ეს ისედაც ფაქტია, მაგრამ ეს უნდა გამოიძიონ და დაადასტურონ'' - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ხელმოწერების
შესაგროვებლად მთელ საქართველოს მოივლიან.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის
ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა თავის არეში
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა“,
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა.




მასალის გამოყენების პირობები