პოლიტიკა
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები კომპანიის დირექტორს ელოდებიან
FaceBook
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები საქნახშირი "ჯი-აი-ჯის" გენერალურ დირექტორს ელოდებიან.
მეშახტეების ინფორმაციით, თბილისიდან უკვე გამოემგზავრა ჯამბულ ჯაყელი, რომელიც გაფიცულ მუშებს საღამოს გვიან შეხვდება.

ტყიბულში 50-მდე მუშა შიმშილობს. მათგან 30 დილიდან შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად აღარ ამოდიან. მეშახტეების თქმით, შახტში ჩასულ მუშებს, დანარჩენებიც შეურთდებიან. მეშახტეები სექტემბრის თვის ხელფასს ითხოვენ. მათთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი ისევე, როგორც ბევრჯერ, ამჯერადაც მოატყუა.

"მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული უმუშევარი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი.

ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.


ამავე თემაზე:

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2020 წლის 
31 ოქტომბის საპარლამენტო არჩევნებმადე
5 დღე დარჩა. 

პარტიის დაზიანებული ოფისი, ერთმანეთზე გადაკრული
საარჩევნო პლაკატები, აქტივისტების თვალთვალი და გამოყენებული
ადმინისტრაციული რესურსი
10:00 / 27.10.2020
2020 წლის  31 ოქტომბის საპარლამენტო არჩევნებმადე 5 დღე დარჩა. 

პარტიის დაზიანებული ოფისი, ერთმანეთზე გადაკრული საარჩევნო პლაკატები, აქტივისტების თვალთვალი და გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი
ქუთაისში ,,ქართული ოცნების
12:51 / 23.10.2020
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრის საიუბილეო სეზონის გახსნაზე დასწრება და სიტყვით გამოსვლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.