პოლიტიკა
მეშახტეებმა შიმშილობა დაიწყეს
FaceBook
50-მა მეშახტემ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

შახტში დილიდან ჩასულ  30 მეშახტეს, 20  გაფიცული ამ წუთებში უერთდება.  

"შახტში დასაშვებია ექვსი საათი ყოფნა. მუშები დილის 7 საათიდან იქ არიან, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არავინ კითხულობს, როგორ არიან შახტში ჩასულები. ჩვენც ვემატებით, ჩავალთ შახტაში და ვიშიმშილებთ, ქალებიც ჩამოვლენ აქ ვინცაა” ამბობს მეშახტე, ხვიჩა გაბუნია.

გაფიცულები შახტში ჟურნალისტების ჩასვლას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს ამბობს. 


მეშახტეების ინფორმაციით, თბილისიდან უკვე გამოემგზავრა კომპანიის გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი.

გაფიცულებისთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი ისევე, როგორც ბევრჯერ, ამჯერადაც მოატყუა.

"მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული უმუშევარი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი.

ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.