სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რესურსცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.
ისინი ბაღების ადმინისტრაციას მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას
საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.
რესურსცენტრის სპეციალისტები ჩართული იქნებიან ბაღების აქტივობებში და
დაეხმარებიან საგანმანათლებლო მიმართულებების
შემუშავებაში.
რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ერთგვარი შუამავალი რგოლი იქნება სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის.
რესურსცენტრის სპეციალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შეარჩევს. უწყებაში კადრების შერჩევის პროცესი უკვე მიმდინარეობს.
რესურსცენტრის თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოჩნდებიან.
2020 წლიდან სკოლამდელი განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგემება. მათ შორის ბაღების ავტორიზაცია და პედაგოგების სერტიფიცირება
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები