როგორც imedinews-ს „სოკარ ჯორჯიაში“ განუცხადეს, ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში თვეში შემოწმდა და ცხრა არასწორად დამონტაჟების შემთხვევა გამოვლინდა. ის ბინა კი, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ გადამოწმდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის
240-ეპრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის,
ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების
დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.
მომხდართან დაკავშირებით "სოკარ ჯორჯია გაზს" შეკითხვებით
ქუთაისიპოსტმაც მიმართა. მათგან პასუხების მიღებისთანავე დამატებით
ინფორმაციას მოგაწვდით.
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.




მასალის გამოყენების პირობები