ახალი ამბები
სკოლა იმერეთში, რომელიც პირველკლასელების გარეშე დარჩა
FaceBook
სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს "დედა ენასა" და კომპიუტერს ვერავინ მიიღებს, ერთადერთი მიზეზის გამო - ის იმერეთის 30 სკოლას შორისაა, რომელიც პირველკლასელის გარეშე დარჩა.

გუბისწყლის სკოლაში პირველი ზარი გასულ წელსაც არ დარეკილა. შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებაში მეორე კლასელიც არავინ ჰყავთ.



საკლასო ოთახი ორი წელია პირველკლასელებს ელოდება


სკოლაში ასევე, არ ჰყავთ მოსწავლეები მეექვსე-მეშვიდე და მეთერთმეტე კლასებშიც,  მეხუთეში კი მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. ამის მიუხედავად სკოლაში ამბობენ, რომ 16 სექტემბრისთვის აქტიურად ემზადებიან.


სამზადისი სკოლაში



გუბისწყლის საჯარო სკოლაში, სადაც ადრე 150 მოსწავლე იყო, ახლა მხოლოდ  25 ბავშვი სწავლობს. სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა ამბობს, რომ მათთვის ძალიან მტკივნეულია ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელების გარეშე. მისი თქმით, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, რაც სასწავლებლის ადმინისტრაციას ახალ საფიქრალს და სადარდებელს უჩენს.

"ხომ არ დაიხურება  სკოლა სოფლში? ეს არის კითხვა, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს, მაგრამ იმის იმედი  გვაქვს, რომ მომავალ წელს ორ პირველკლასელს ველოდებით", - ამბობს დირექტორი.  ნინო ჯოჯუა იმ მიზეზებსაც გვისხნის, რის გამოც, სკოლა სკოლა ნელ-ნელა ცარიელდება.

"სოფელში არანაირი პერსპექტივა არ არის, ხალხი უმუშევრია და ამიტომ სხვადასხვა ქალაქში გადადიან სამუშაოდ, მერე თავისთავად იქ რჩებიან და სოფელი და სკოლაც ნელ-ნელა იცლება ბავშვებისგან", - ამბობს დირექტორი.

გუბისწყლის  სკოლის ორსართულიანი შენობა თავდაპირველად 8 წლედისთვის იყო განსაზღვრული. თუმცა, 1990-იან წლებში ის სრულ საბაზო სკოლად გადაკეთდა. დირექტორის თქმით,  მოსწვალეების კლების ტენდენცია ბოლო 10 წელია მიმდინარეობს.

"სკოლა არის რეკონსტრუირებული, გვაქვს ახლლადმოწყობილი სტადიონი, ასევე გვაქვს დახურული სავარჯიშო დარბაზი,  საკლასო ოთახები. ამ დროისთვის გყავს 12 პედაგოგი, რომელთაგან რვას აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ანუ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, პრობლემა მხოლოდ ბავშვებია", - ამბობს ნინო ჯოჯუა.



სპორტდარბაზი სკოლაში



სპორტული მოედანი


ბავშვთა რაოდენობის პრობლემა მხოლოდ გუბისწყლის საჯარო სკოლას არ აწუხებს. იმერეთში, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, 30 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა.

საქართველოს მასშტაბით კი ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელის გარეშე სულ 108 საჯარო სკოლა დარჩა. 



სკოლების სია იმერეთის მუნიციპალიტეტებში, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა:


სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლა
სსიპ – აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლა

სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა

სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის საჯარო სკოლა
სსიპ – ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა

სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა
სსიპ – როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლა

სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლა

სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.