პოლიტიკა
აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა
FaceBook
საქართველოს აეროპორტების განერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2019 წლის რვა თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც რვა პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აღნიშნული შედეგი განპირობებულია იმით, რომ მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

„ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749,000 ათასის ნაცვლად, რაც 14 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, – 11 პროცენტ კლებას წარმოადგენს. ხაზგასასმელია, რომ კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

დეტალური სტატისტიკა ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 2019 წლის აგვისტო – 397,045 მგზავრი (კლება 14 %); 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%); ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 2019 წლის აგვისტო – 96,474 მგზავრი (კლება 20%); 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 444,310 მგზავრი (ზრდა 5%); ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 2019 წლის აგვისტო – 88,138 მგზავრი (ზრდა 22%); 2019 წლის იანვარ-აგვისტო – 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %); მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები – 2019 წლის იანვარ-აგვისტო – ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა 16%).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.