ქუთაისის მერიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჯიპის მარკის ავტომანქანა, 2008 წლის ვერცხლისფერი „ტოიოტა პრადო“ ათხოვა.
ავტომანქანა მერიამ მუნიციპალიტეტს უვადო სარგებლობით
გადასცა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ჭიათურის მერიამ ავტომანქანა მაღალმთიან სოფლებში გადაადგილებისთვის ითხოვა.
ავტომანქანის განათხოვრების პარალელურად, ქუთაისის მერია ორ ჯიპს ყიდულობს, რისთვისაც ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 62 000 ლარს დახარჯავს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები