ახალი ამბები
ქუთაისის სამედიცინო კოლეჯს ავტორიზაცია შეუწყდა
FaceBook
ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯს შპს "ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს" ავტორიზაციის ვადა გაუვიდა.
სასწავლებელმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა, რის გამოც კოლეჯის 80 სტუდენტი პროფესიული განათლების,  32 თანამშრომელი კი სამსახურის გარეშე  დარჩა.

საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი,   კიტა ჭაჭიაშვილი ავტორიზაციის შეჩერებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ   საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების აღდგენას სასამართლოს გზით შეეცდება.

"ორი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ხარვეზები აღმოვფხვრათ და ეს უფლება კვლავ მოვიპოვოთ. ვაპირებთ, ავტორიზაცია სასამართლოს დახმარებით აღვიდგინოთ", - ამბობს კიტა ჭაჭიაშვილი.


"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში"  ამბობენ, რომ აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებს,  შესაძლებლობა აქვთ   მობილობის უფლებით ისარგებლონ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებაში გადავიდნენ. სტუდენტებს ახალი სასწავლებლის ასარჩევად ხუთწლიანი ვადა აქვთ. თუ ამ ხნის განმავლობაში ისინი არჩევანს ვერ გააკეთებენ, სტუდენტის სტატუსი შუწყდებათ. 

ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელმა ფუნქციონირება 1991 წელს დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.