ახალი ამბები
გაფიცვის 16 დღე - სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებულებს ხელფასებს არ უხდიან
FaceBook
მე-16 დღე თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები არიან.

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დადებული სიტყვიერი შეთანხმების შედეგად, დამსაქმებელს დავალიანება მუშებისთვის 15 აგვისტოს უნდა დაეფარა. გაფიცული მუშების თქმით, ხელფასების გაცემა არ მომხდარა. 

"ისევ გვატყუებენ. ახლა ამბობს, რომ არ ვიცი ზუსტად როდის დაგირიცხავთო", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა, ბინო ტოხარევი. 

მუშების თქმით, მათ უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება სამი თვეა არ აუღია.

ავტობანზე ბათუმი-თბილისის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ ხელფასების დროულად გაცემა კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა. ის, ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას 15 დღეში გაისტუმრებდა. კომპანიის დირექტორი ჩვენთან საუბარში დღეს ამბობს, რომ ხელფასებს 25 აგვისტოს გასცემს. 

ავტობანის ამ მონაკვეთზე, ძირითადად, ახალციხელი მუშები არის დასაქმებულნი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის
დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის
შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და
ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის,
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა
შეეფარდება.
14:08 / 01.07.2025
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
გაუქმდა -
13:14 / 01.07.2025
გაუქმდა - "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.