ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტოპარკი მოეწყობა.
ავტოპარკი 6 500 კვ.მ-ზე მოეწყობა და 80 ავტობუსზე იქნება გათვლილი. იქვე უნდა გაკეთდეს ელექტრო ავტობუსების სატენი მოწყობილობა, დაახლოებით 10 ადგილი.
ავტოპარკში შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის ტექნიკური
დათვალიერება და პროფილაქტიკა.
მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ
ივლისის თვეში დააანონსა. მისი თქმით, 2020 წლიდან
ქალაქში 80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება.
ავტობუსების შეძენას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (იბიარდი) დააფინანსებს.
პირველ ეტპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ სააავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.
ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების
ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ
უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში
კი ქალაქში გადაადგილება გართულებული.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები